სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

რესურსი "ჯადოსნური მილი"


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:      გიული ყოჩიაშვილი

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:           11/12/2018წ ;           12/12/2018წ;          14/12/2018 წ.

შეხვედრის / შეხვედრების თემა: სასწავლო რესურსის „ჯადოსნური მილის“ შექმნა power point ში

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: კოლეგებისათვის სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა  ტექნიკების გაცნობა და სწავლება

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი, გვარი:  რუსუდან გონაშვილი

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.

11/12/2018წ
შეხვედრა 1. Power point -ში სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა საგანში შექმნილი  სასწავლო რესურსის „ ჯადოსნური მილის“   გაცნობა და დახასიათება.

ამ შეხვედრაზე ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა გაგვაცნო მისი ავტორობით power point - ში შექმნილი სასწავლო რესურსი „ ჯადოსნური მილი“, რომელშიც დავალებები მათემატიკიდან და ქართული ენიდან იყო შემოთავაზებული.
სლაიდის ერთ მხარეს მოცემულია მაგალითი რიცხვების შეკრება-გამოკლებაზე, რომლის პასუხიც მოსწავლემ უნდა გამოიცნოს და ჯადოსნურ მილში მაგალითის  გაძრომის შემდეგ ჩნდება სწორი პასუხი, რომელიც მოსწავლეს უნდა მიეღო. ეს ისე ლამაზად და ეფექტურად ხდება, რომ მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს.
ორგანიზატორმა  აგვიხსნა სასწავლო რესურსის შექმნის მიზანი და დანიშნულება.მოცემული ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისათვის სააინტერესოს და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესში   სხვდასხვა  საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება, ამასთან ამ მხრივ შეძენილი ცოდნა  დიდხანს ამახსოვრდებათ და შესაძლებელს ხდის ამ ცოდნის სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში  ეფეტურ გამოყენებას.    აღნიშნული რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენენბა შესაძლებელია სხვადასხვა საგნის   გაკვეთილებზე, მოსწავლეთა პრივოცირებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით,  რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული ამასთან, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


12/12/2018წ; 
შეხვედრა 2. Power point -ში ელექტრონული სასწავლო რესურსისჯადოსნური მილის   ნაბიჯ-ნაბიჯ ათვისება,  დეტალური ინსტრუქცია,რესურსის შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება.

ამ შეხვედრაზე ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა დეტალურად გაგვაცნო ის ეტაპები, რაც საწავლო რესურსის „ჯადოსნური მილი“ შესაქმნელადაა საჭირო. ნაბიჯ-ნაბიჯ გვაწვდიდა ინფორმაციას Power point -ში  რესურსის შექმნის ტექნიკაზე. გაგვარკვია, როგორ უნდა გაფორმდეს  სატიტულო სლაიდი,   რესურსის გამოყენების ინსტრუქცია და დანარჩენ სლაიდებზე როგორ შევქმნათ ჩვენი საოცარი მილი მომხმარებლის ანიმაციის გამოყენების საშუალებით.  საკითხის ათვისების პროცესში კოლეგები  ვაძლევდით შეკითხვებს, რაზეც ორგანიზატორი დაუზარელად და ამომწურავად გვპასუხობდა.
ამავე შეხვედრაზე შევუდექით სასწავლო რესურსის შექმნას დაპროცესი სახლში დავასრულეთ.

14.12/2018 წ.
შეხვედრა 3.  ნასწავლის მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილი რესურსის ჯადოსნური მილისპრეზენტაცია,    მისი რეფლექსის წარმოდგენა და განხილვა.

ამ შეხვედრაზე მოვახდინე  Power point -ში  ჩემი შექმნილი სასწავლო რესურსის „ჯადოსნური მილის„  პრეზენტაცია, რომელიც მათემატიკაში  რიცხვების გამრავლება - გაყოფაზე მაგალითების სახით წარმოვადგინე. რესურსმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა როგორც შინაარსობრივი, ასევე ვიზუალურად გაფორმების თვალსაზრისით.კოლეგებს განსაკუთრებით მოეწონათ ჯადოსნური ყუთი, ქვევრი და აკვარიუმი ნიჭიერი და ჭკვიანი მათემატიკოსი თევზებით.


როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
საოცარმა საგანმანათლებლო რესურსმა გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი მოცემული  დავალებების მიმართ. ისინი იმეორებენ რიცხვების გამრავლება გაყოფის ოპერაციებს,დამოუკიდებლად მუშაობის დროს  პასუხს ამოწმებდნენ ჯადოსნური მილის გამოყენებით და ახდენდნენ საკუთარი ცოდნის თვით შემოწმებას.
რესურსის გამოყენებამ მომცა შესაძლებლობა,  გამომევლინა რა საკითხი ისწავლეს მოსწავლეებმა უკეთ, რა უჭირთ და გაყოფისა თუ გამრავლებისას რაში  ჭირდებათ   დახმარება.







როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?

ამ შეხვედრაზე მიღებულ ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენე საწავლო რესურსის „ ჯადისნური მილის“ შესაქმნელად მათემატიკაში,რომელმაც ხელი უნდა შეუწყო მოსწავლეებში ცოდნის აკუმულირებას. უკვე ნასწავლი მასალის რიცხვების გამრავლება -გაყოფის გახსენება გამეორებას. ვთვლი, რომ ასეთი სახალისო რესურსმა გაახალისა,დააინტერესა და მოსწავლე თავის პასუხებს იმ წუთშივე ადარებს  სწორ ვარიანტს. ეს ზრდის მათ თვითდაჯერებულობას, თვითრწმენას,  მოსწავლის ცონის დონეს და შედეგებს მათემატიკაში.










Комментариев нет:

Отправить комментарий