მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი: 3 შეხვედრა
შეხვედრის თემა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა დაშეფასება
შეხვედრის მიზანი: მოსწავლეზე და შედეგზეორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის სწავლება
შეხვედრის მიზანი: მოსწავლეზე და შედეგზეორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის სწავლება
თარიღი: 5/11/2018; 6/11/2018; 8/11/2018
N
|
კრიტერიუმები
|
შინაარსი
|
1.
|
შეხვედრის მიზანი
|
მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის ტექნიკის დაუფლება
|
შეხვედრის აქტუალობა
|
მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდებისა და გზების უცოდინრობა დაბნეულობასა და თავდაუჯერებლობას იწვევს პედაგოგებში, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეთა დაბალ მოსწრებაზე, გაკვეთილების ერთფეროვნებაზე, მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებაზე, ამიტომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სკოლაში. ამასთან, სკოლის საჭიროების კვლევის ფარგლებში, კითხვარების შევსებისას მათ გამოყვეს ეს საკითხი პრიორიტეტულად. შესაბამისად, აქტუალობაც აქედან მომდინარეობს: კოლეგების სურვილი და საჭიროება.
|
|
2.
|
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
|
შეხვედრა N1
რა არის სწავლა-სწავლების პროცესი?
ვინ ითვლება წარმატებულ მოსწავლედ;
ეროვნული სასწავლო გეგმა;
ცოდნის სამი კატეგორია;
სასწავლო შედეგი;
ინდიკატორები;
|
შეხვედრა N2
მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის დროს რა უნდაგაითვალისწინოს მასწავლებელმა?
საგნის გეგმა(სილაბუსი);
თემის გეგმა;
რა ძირითადი კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს გაკვეთილის გეგმა?
რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?;
თანამშრომლობითი დაგეგმვა და მისი შედეგიანობა;
დაგეგმვისას როგორ შეარჩიოს მასწავლებელმა
|
||
შეხვედრა N3
გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები?
მასალის მიწოდების დედუქციურ და ინდუქციურ მიდგომები;
კონსტრუქტივიზმი;
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები;
კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვა და წარმართვა დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური მიდგომების გამოყენებით
|
||
3.
|
მისაღწევი
შედეგი
|
შეხვედრის მონაწილე მასწავლებლები ისწავლიან სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი
და გვარი: გიული ყოჩიაშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი: 5/11/2018;
6/11/2018; 8/11/2018
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი: მოსწავლეზე და შედეგზეორიენტირებული
გაკვეთილის დაგეგმვის სწავლება
მისაღწევი შედეგი: შეხვედრის მონაწილე მასწავლებლები ისწავლიან სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას
|
გთხოვთ მოკლედ
აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
5 ნოემბერი
2018 წელი
შეხვედრა 1. ფასილიტატორ რუსუდან გონაშვილის დახმარებით გავეცანით
მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული
გაკვეთილის დაგეგმვის ტექნიკის დაუფლების თემას,რადგან გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდებისა და გზების უცოდინრობა დაბნეულობასა და თავდაუჯერებლობას იწვევს პედაგოგებში, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეთა დაბალ მოსწრებაზე, გაკვეთილების ერთფეროვნებაზე, მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებაზე. ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე: რა არის სწავლა-სწავლების პროცესი,(ინფორმაციის გადაცემა, კოგნიტური უნარების განვითარება, აღზრდის პროცესში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება)
ვინ
ითვლება წარმატებულ მოსწავლედ ( დამოუკიდებელი,შემოქმედი,სწავლის მიმართ
დადებითად განწყობილი,ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის მქონე,მეგობრული
და ა.შ.)
შევეხეთ საკითხს, რის შესაძლებლობას გვაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმა (მიზნისა და შედეგის განსაზღვრას,გასავითარებელი უნარების იდენტიფიკაციას,მეთოდების,
აქტივობების , საჭირო რესურსების შერჩევას, შეფასების კრიტერიუმების გამოკვეთას);
განვიხილეთ
ცოდნის სამი კატეგორია( დეკლარაციული,პროცედურული და პირობისეული);
ვისაუბრეთ,რა არის სასწავლო შედეგი ანუ ინფორმაციის,უნარ-ჩვევებისა
და დამოკიდებულებების ერთობლიობა,რომელსაც მოსწავლეები იძენენ სწავლის პროცესში;
ავღნიშნეთ,რომ ინდიკატორები თვალსაჩინოს ხდის მიღწეულია თუ არა რომელიმე
კონკრეტული შედეგი;
6 ნოემბერი 2018 წელი
შეხვედრა 2. მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვის დროს რა უნდა გაითვალისწინოს
მასწავლებელმა?
ვისაუბრეთ რას მოიცავს საგნის გეგმა (სილაბუსი), ანუ რა საკითხები უნდა განვიხილოთ მთელი წლის განმავლობაში
და როგორ, ვისაუბრეთ
მის შემადგენელ კომპონენტებზე,წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე,წლის განმავლობაში განსახილველ
საკითხებზე,რომელიც დალაგებული უნდა იყოს თანმიმდევრობით და საკითხების ბოლოს მისაღწევ შედეგებზე ;
ძირითად და დამხმარე მასალებზე ანუ ლიტერატურაზე,ვიდეო და აუდიო მასალებზე და სხვა.
ასევე იმ მეთოდებზე, რომლებიც გამოყენებული იქნება საკითხების შესწავლისას და შეფასებისას.
ფასილიტატორმა რუსუდან გონაშვილმა აღნიშნა,რომ თემის გეგმა მოიცავს წლის განმავლობაში განსახილველ მსხვილ თემებს. თემატური გეგმა უფრო დეტალური და კონკრეტულია, ვიდრე საგნის გეგმა. მასში თანმიმდევრობით
უნდა იყოს დალაგებული , წლის განმავლობაში განსახილველი თემები და თითოეულ თემაში შემავალი საკითხები - საკითხთა შერჩევისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს საგნობრივი პროგრამითა და სტანდარტით; კონკრეტული თემის მოკლე შინაარსი;
თითოეული თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი; თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები; ყოველი თემის შესწავლისთვის საჭირო სასწავლო მასალა - ლიტერატურა გვერდების მითითებით და სხვა რესურსების დეტალური ჩამონათვალი; საათების გადანაწილება თემებზე შეფასების სისტემის აღწერა - თითოეული თემის შესწავლისას გამოყენებული. შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები; კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი გეგმის ადაპტირება;
ჩვენი საუბარი შეეხო გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტებსაც, ანუ თემას, მიზანს და ამ მიზანთან შესაბამისი აქტივობებს,
სასწავლო რესურსებს, კლასის ორგანიზების ფორმებს,აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგებს,შეფასებას,თვითშეფასებას
და აქტივობების განსახორციელებლად საჭირო
დროს.
რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?
1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება - ინდივიდუალური უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.
2. ჩარჩოპირობების გათვალისწინება - სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ადგილობრივი, დროითი და ა.შ. მონაცემები. 3. სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია; 4. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლიობა; 5. მიზნებსა და შედეგებზე ორიენტაცია; 6. ძირითადი პუნქტების გამოყოფა; 7. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება; 8. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება; 9. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება; 10. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური); 11. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება; 12. შედეგების სისტემატური კონტროლი
განვიხილეთ საკითხი გაკვეთილის თანამშრომლობითი დაგეგმვა და მისი შედეგიანობა;
ანუ მასწავლებლების ჯგუფი ერთობლივად გეგმავს და ატარებს გაკვეთილს,რომელზეც ესწრებიან
და შემდეგ აანალიზებენ. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით კორექტირებას უკეთებენ გაკვეთილის
გეგმას. შეფასების შედეგებს აცნობენ კოლეგების სხვა ჯგუფსაც და ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს. წლის ბოლოს
პედაგოგთა ჯგუფები წარმოადგენს საკუთარ შედეგებს,რასაც პედაგოგები ითვალისწინებენ
მომავალ სასწავლო წელს გაკვეთილის დაგეგმვისას. ასეთი სახით შედგენილი გეგმა უფრო
დახვეწილი და მოქნილი იქნება. ფასილიტატორმა ის რეკომენდაციებიც გაგვაცნო, რომელიც
დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ანუ გაკვეთილის გადახედვა და თანამშრომლობითი
რეფლექსია კარგ შედეგს იძლევა,გამოცდილი კოლეგის ცოდნა და გამოცდილების გაზიარება
დაგვეხმარება გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმატებით ჩატარებაში.
8 ნოემბერი 2018 წელი
შეხვედრა 3.
ამ შეხვედრაზე ფასილიტატორმა რუსუდან გონაშვილმა გაგვაცნო გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები,რომელიც მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს მიზნის შესაბამისად:
სწავლების სტრატეგია, რომელიც მასწავლებლის როლზე აკეთებს აქცენტს, პირდაპირი სწავლების სახელითაა ცნობილი. ამ დროს ცოდნა მასწავლებლის გავლით გადაეცემა მოსწავლეს. პირდაპირი სწავლების მეტად გავრცელებული ფორმაა ლექციური ტიპის გაკვეთილი. პირდაპირი სწავლების გამოყენება ეფექტურია: როცა გვსურს მოსწავლეებს სწრაფად გადავცეთ ფაქტობრივი და დიდი მოცულობის ინფორმაცია.
პირდაპირი სწავლების გამოყენება არაეფექტურია: რადგან ამ დროს მოსწავლეები პასიურები არიან და დაბალია მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში; მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი,შეფასება) გასავითარებლად.
არაპირდაპირი სწავლების დროს კი მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, ისინი მასწავლებლის დახმარებით თავად აგებენ ცოდნას. არაპირდაპირი სწავლების გამოყენებაეფექტურია:რადგან ხელს უწყოს მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართულობას;
გაკვეთილის დაგეგმვისასუნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ორივე სტრატეგიაშესაძლებელია მასწავლებელმა ერთსა და იმავე გაკვეთილზე გამოიყენოს. მაგ. ჯერლექციური სახით მიაწოდოს მოსწავლეებს ორი სხვადასხვა პოზიცია საკითხზე, შემდეგ კი მათ თხოვოს მცირე ჯგუფებში იმუშაონ და შეაფასონ ორივე მათგანი.
ვისაუბრეთ მასალის მიწოდების დედუქციურ და
ინდუქციურ მიდგომები; დედუქციური მიდგომით ჩატარებული გაკვეთილი იწყება ზოგადი ცნებების განხილვით, რასაც მოყვება კონკრეტული საკითხების/მაგალითების განხილვა.
ინდუქციური მიდგომისას კი მასწავლებელი კონკრეტული მაგალითების განხილვიდან მიდის განზოგადოებამდე.
განვიხილეთ საკითხი კონსტრუქტივიზმის შესახებ ;
სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავენ, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები
ეწოდება. აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზე. (თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს). კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით: მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება ცოდნის აგებაში. მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს გზები, მაგრამ ამ გზის გავლა უკვე მოსწავლის პასუხისმგებლობაა
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები;
§ ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან;
§ მოდელირება – მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;
§ ”ხარაჩოს” მეთოდი –
მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხებით ეხმარება მოსწავლეებს. დახმარებას თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;
§ არტიკულაცია – საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ვერბალიზაციის გზით და მათი დაცვა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში.
§ რეფლექსია – მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია”, ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.
§ თანამშრომლობა – კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;
§ არჩევანი – მოსწავლეებს ეძლევათ არჩევნის საშუალება, რაც ხელს უწყობს სწავლის პროცესს: იზრდება ჩართულობა და ინტერესი სასწავლო პროცესისადმი;
§ მოქნილობა – კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას;
§ ადაპტაციის უნარი –
მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან;
§ მრავალმხრივი რეალობა –
მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას. ამისთვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს რამდენიმე ალტერნატიული შეხედულება ერთსა და იმავე საკითხის შესახებ.
კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვა და წარმართვა დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და
სოციალური მიდგომების გამოყენებით
დიდაქტიკა სწავლობს განათლებისა და სწავლების თეორიასა და პრაქტიკას.
სწავლების დროს სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე.
პრაქტიკული –მოსწავლე კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია), პრაქტიკული ქმედებები;
სოციალური კონსტრუქტივიზმი: სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით. სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
ამ სამ შეხვედრაზე
გავეცანი და ვისწავლე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება.
ვფიქრობ, შეხვედრები საინტერესო იყო. მომეწონა თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
საშუალება მომეცა, ჩავრღრმავებოდი საგნის გეგმა (სილაბუსს),თემატურ გეგმასა და გაკვეთილის გეგმის კომპონენტებს, რათა მომავალში დავგეგმო და ჩავატარო უფრო ეფექტური გაკვეთილები და შევძლო მათი ანალიზი.
სამუშაო
შეხვედრაში ჩემი მონაწილეობა დადებითად აისახა ჩემ პროფესიულ საქმიანობაში.
მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შევადგინე
გაკვეთილის გეგმა, სადაც სტანდარტის მიხედვით განვსაზღვრე
გაკვეთილის მიზანი, მიზნიდან
გამომდინარე აქტივობები, შევადგინე ჩემი
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, ჯგუფური
სამუშაოს შეფასება, პრეზენტაციის
შეფასება, კლასში აქტიურობა და
ვაპირებ ჩავატარო მათემატიკის გაკვეთილი მე-6 კლასში.მადლობელი დავრჩი ჩემი კოლეგების,რომლებმაც
საჭირო რჩევა დარიგებები მომცეს და შევეცადე დაგეგმვის დროს გამეთვალისწინებინა ის მნიშვნელოვანი საკითხებიც, რაზეც გვესაუბრა შეხვედრის ორგანიზატორი.
მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული მასალა გამომადგა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვსასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში.
|
როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ
გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
·
გაკვეთილს დავგეგმავ მოსწავლეთა შესაძლებლობების და უნარების
გათვალისწინებით,
·
გაკვეთილის სასწავლო მიზნებს გავხდი გაზომვადს, რომ ჩანდეს
მოსწავლის ქცევა, პირობა, შედეგი. წინასწარ განსაზღვრავ მიზნიდან გამომდინარე
აქტივობებს, თუ რომელი აქტივობა რა შედეგზე გამიყვანს.შევქმნი შეფასების
რუბრიკებს და კრიტერიუმებს,რომელიც დამეხმარება ობიექტურად შევაფასო მოსწავლეები
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
·
შეხვედრაზე მიღებული
გამოცდილება დამეხმარება სამუშაოს მორიტორინგში და რეფლექსიის
ჩატარებაში,როგორ შედეგზე გავედი და რა უნდა გავითვალისწინო შემდგომი
გაკვეთილების დაგეგმვისას,რომ გავაუმჯობესო მოსწავლეთა შედეგები.
·
|
სამუშაო შეხვედრის დავალებები

Комментариев нет:
Отправить комментарий