მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის
საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი:
3 შეხვედრა
შეხვედრის თემა: სასწავლო
რესურსი
შეხვედრის მიზანი: კოლეგებისათვის
სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა ტექნიკების გაცნობა და სწავლება
თარიღი:
18/12/2018; 19/12/2018; 21/12/2018
N
|
კრიტერიუმები
|
შინაარსი
|
1.
|
შეხვედრის მიზანი
|
learningapps-ში სასწავლო რესურსის შექმნა
|
შეხვედრის აქტუალობა
|
საგაკვეთილო
პროცესის გამრავალფეროვნებისათვის, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ჩართულობისათვის
მასწავლებელს ხშირად უწევს სასწავლო რესურსის შექმნა, მაგრამ ეფექტური რესურსის შემქნის
ტექნიკის არცოდნა, ეფექტიანი რესურსის შეფასების კრიტერიუმებში გაურკვევლობა, მასწავლებლებში იწვევს დაბნეულობას, ამიტომ აღნიშნული
საკითხი მოითხოვს საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სკოლაში. ამასთან, სკოლის საჭიროების
კვლევის ფარგლებში, კითხვარების შევსებისას მათ გამოყვეს ეს საკითხი პრიორიტეტულად.
შესაბამისად, აქტუალობაც აქედან მომდინარეობს: კოლეგების სურვილი და საჭიროება.
|
|
2.
|
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
|
შეხვედრა N1
learningapps-ში სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა
საგანში შექმნილი სასწავლო რესურსების გაცნობა
და დახასიათება
|
შეხვედრა N2
learningapps-ში ელექტრონული სასწავლო რესურსის
ნაბიჯ-ნაბიჯ ათვისება , დეტალური ინსტრუქცია,
რესურსის
შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება.
|
||
შეხვედრა N3
ნასწავლის
მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილი ელრესურსისა და მის რეფლექსის წარმოდგენა და
განხილვა
|
||
3.
|
მისაღწევი შედეგი
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:
გიული ყოჩიაშვილი
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 18/12/2018; 19/12/2018; 21/12/2018
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა: learningapps-ში
სასწავლო რესურსის შექმნა
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი: კოლეგებისათვის სასწავლო რესურსების
შექმნის
სხვადასხვა
ტექნიკების
გაცნობა
და
სწავლება
|
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა
და განხილული საკითხები.
18/12/2018 წ.
შეხვედრა
1. learningapps-ში სხვადასხვა სახისა
და სხვადასხვა საგანში შექმნილი სასწავლო რესურსების გაცნობა და დახასიათება.
ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა გაგვაცნო LearningApps.org
საიტზე შექმნილი სხვადასხვა სასწავლო რესურსი.
LearningApps არის საინტერესო პროგრამა, რომელშიც შეგვიძლია შევქმნათ უამრავი საინტერესო სასკოლო სასწავლო რესურსი: 1. ტესტები 2. ქრონოლოგია 3. ვიქტორინა 4. თავსატეხები 5. სიტყვის ჩასმა 6. დაწყვილება, რუკა,
მარკერები
და
სხვა.
დარეგისტრირების შემდეგ შეგვიძლია საგნობრივი
დანართების დათვალიერება, სასურველის
არჩევა და დანართის შექმნა, აგრეთვე ჩვენი
დანართების, კლასების ნახვა
და რედაქტირების საშუალება,სათანადო წერილობითი
უკუკავშირის მიცემა, შენახვა. შესაძლებელია
შენახული სასწავლო რესურსის ბლოგზე, საიტზე ჩაშენება გამოქვეყნება.
19/12/2018 წ.
შეხვედრა
2. learningapps-ში
ელექტრონული სასწავლო რესურსის ნაბიჯ-ნაბიჯ
ათვისება , დეტალური ინსტრუქცია,რესურსის შექმნის
ტექნიკის გაცნობა
და ათვისება.
ორგანიზატორმა მოგვაწოდა დეტალური
ინფორმაცია რესურსის შექმნის ტექნიკაზე, გაგვაცნო learningapps-ში ელექტრონული სასწავლო რესურსის ნაბიჯ - ნაბიჯ შექმნის ეტაპები და
გვიჩვენა საკუთარი ნაშრომი „ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნა
learningapps.org პლატფორმაზე“ https://www.slideshare.net/RusaGonashvili/learningappsorg
ახსნილი მასალის ათვისების მერე
დავიწყეთ სასწავლო რესურსების გაკეთება learningapps.org -ში სხვადასხვა სასწავლო საგანში და ვინც ვერ დაასრულა
სამუშაო, მოგვეცა დავალება განგვეგრძო სახლში.
21/12/2018 წ.
შეხვედრა
3. ნასწავლის მიხედვით საკუთარ
საგნებში შექმნილი ელ.რესურსისა და მისი
რეფლექსის წარმოდგენა და განხილვა
ამ შეხვედრის დროს წარმოვადგინეთ learningapps.org -ში შესრულებული
სასწავლო რესურსები და რეფლექსიები. მე წარმოვადგინე თამაში ტესტი მათემატიკაში
„დროის ერთეულები“, რომელმაც მოწონება დაიმსახურა კოლეგების მხრიდან და მოვახდინეთ
ამ რესურსის შეფასება, თუ როგორ იმუშავა
კლასში მოსწავლეებთან.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის თამაშით სწავლება და ცოდნის განმტკიცება, რაც საკმაოდ სახალისო, საინტერესო და ამასთანავე შედეგის მომტანიც აღმოჩნდა. მათემატიკის
გაკვეთილზე მისმა გამოყენებამ გააქტიურა მოსწავლეები, ისინი ავარჯიშებდნენ
როგორც ხელებს, ასევე გონებას.
კონცენტრირებულები და ყურადღებიანები იყვნენ, რაც
დაეხმარა კარგად
გაეგოთ ახალი
მასალა.ყურადღებით
ასრულებდნენ დავალებებს და ანგარიშობდნენ.
ინტერაქტიული ტესტი-თამაშით მოსწავლეს განუვითარდა ეროვნული სასწავლო გეგმით მოთხოვნილი ძირითადი უნარ-ჩვევები, კერძოდ:
მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
·
დროის ერთეულებს შორის
თანაფარდობებს ა და შეკრება-გამოკლების
მოქმედებებს
·
დროის მონაკვეთის პოვნისთვის მაგალითად,პოულობს თბილისიდან
დილის 6:00-ზე გაფრენილი
თვითმფრინავის ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის განსხვავება 9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი სჭირდება).
|
როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას
მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
შეხვედრაზე მიღებული გამოცდილება
გამოვიყენე მეექვსე კლასელებისთვის ინტერაქტიური თამაში ტესტის შესაქმნელად.
ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეებს შეეძლოთ მრავალჯერადად და იძლეოდა საშუალებას შეცდომის დაშვების შემთხვევაში დაბრუნებოდნენ
საწყის დავალებას ან ტესტის სხვადასხვა
ვარიანტები შეესრულებინათ სახლშიც. საუკეთესო აღმოჩნდა ამგვარი თამაში ტესტის გამოყენება
დაწყებით კლასებში ნასწავლი თემის დროის ერთეულების გასამეორებლად და 6 კლასში ახლად
შეძენილი ცოდნის „დროის სარტყლების ცვალებადობა“ განსამტკიცებლად, რამაც მოსწავლეების
დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, შექმნა მოსწავლეებში პოზიტიური განწყობა, მუშაობა წარიმართა წყვილებში, რამაც ხელი შეუწყო მსჯელობის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას , ურთიერთთანამშრომლობას. რესურსმა შეასრულა თავისი მისია, განამტკიცა და შეაჯამა ცოდნა
, განუვითარა თანამედროვე ტექნოლოგიებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და დროის ერთეულების უკეთესად დამახსოვრების
საშუალება მისცა მოსწავლეებს. მათ
შეთავაზებული დავალების 80-90%-ს გასცეს სწორად პასუხი.
ჩემი შექმნილი
სასწავლო რესურსი თამაში ტესტი „ დროის ერთეულები“ განთავსებულია შემდეგ მისამართზე:
ლინკი https://learningapps.org/display?v=pw3pn9yvn18
|
Комментариев нет:
Отправить комментарий