სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

რა არის სასწავლო რესურსი


მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი: 3 შეხვედრა
შეხვედრის თემა:რა არის სასწავლო რესურსი და როგორი უნდა იყოს ის
შეხვედრის მიზანი:სასწავლო რესურსების სახეების გაცნობა, თეორიული ცოდნის გაღრმავება
თარიღი:  13/11/2018; 14/11/2018;16/11/2018

N
კრიტერიუმები
შინაარსი
1.
შეხვედრის მიზანი
სასწავლო რესურსების სახეების გაცნობა, თეორიული ცოდნის გაღრმავება


შეხვედრის აქტუალობა
სასწავლო რესურსების სახეებზე მწირი წარმოდგენა და ცოდნა მასწავლებლებში იწვევს დაბნეულობას, ამიტომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება  სკოლაში. ამასთან, სკოლის საჭიროების კვლევის ფარგლებში, კითხვარების შევსებისას მათ გამოყვეს ეს საკითხი პრიორიტეტულად. შესაბამისად, აქტუალობაც აქედან მომდინარეობს: კოლეგების სურვილი და საჭიროება.
2.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
შეხვედრა N1
ყველაფერი სასწავლო რესურსის შესახებ-მიმოხილვა
შეხვედრა N2
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში?
რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი?
რესურსის სახეები
რესურსის შეფასების კრიტერიუმები
რეფლექსია
შეხვედრა N3
პრაქტიკული სამუშაო: შეხვედრის მონაწილე პედაგოგები პრაქტიკულად განახორციელებენ წინა შეხვედრებზე განხილულ სამუშაოს: წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის რესურსებსა  და მათ რფლექსიას
3.
მისაღწევი შედეგი
შეხვედრის მონაწილე მასწავლებლები გაეცნობიან სხვადასხვა სახის რესურსებს და წარმოდგენა შეექმნებათ, როგორ უნდა იყოს მათ მიერ შექმნილი ეფექტური და ეფექტიანი სასწავლო რესურსი.















































კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: გიული ყოჩიაშვილი

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:       13/11/2018;       14/11/2018;         16/11/2018

შეხვედრის / შეხვედრების თემა:      რა არის სასწავლო რესურსი და როგორი უნდა იყოს ის

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: სასწავლო რესურსების სახეების გაცნობა, თეორიული ცოდნის გაღრმავება

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი, გვარი: რუსუდან გონაშვილი

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.

13/11/2018 წელი

შეხვედრა 1.          ყველაფერი სასწავლო რესურსის შესახებ-მიმოხილვა
              შეხვედრის ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა  გაგვაცნო  სასწავლო რესურსის აქტუალობა და აგვიხსნა,რატომ არის მისი გამოყენება მნიშვნელოვანი საგაკვეთილო პროცესში.
მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება, გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს. რეალურად ბევრი მასწავლებელი ქმნის სასწავლო რესურსს. აქ იგულისხმება არა სახელმძღვანელო, არამედ გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს მასწავლებელს სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე.
მასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო რესურსის დამუშავებისას ან შექმნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რესურსის გამოყენება საშუალებას მისცემს მოსწავლეს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ჰქონდეს რწმენა, რომ შეძლებს სწავლას. ამის მისაღწევად აუცილებელია, სასწავლო რესურსი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს   1. არ მოახდინოს მოსწავლეზე ზეწოლა, არ დაძაბოს და შეაშინოს იგი.
  მისმა გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის თვითრწმენისა და თავდაჯერების განვითარებას, ამიტომ მისი გამოყენებით მიმდინარე აქტივობები უნდა იყოს საინტერესოდ გამომწვევი და დაძლევადი.
რესურსი უნდა იძლეოდეს უკუგებას სწავლის პროგრესის შესახებ, ეხმარებოდეს მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში და უბიძგებდეს მათ, იკისრონ პასუხისმგებლობა თავიანთ სწავლასა და პროგრესზე.
  რესურსის გამოყენების მეთოდიკა უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ სწავლის პროცესი, ისევე როგორც ზრდისა, თანდათანობითია და არა უეცარი და მომენტალური.



14/11/2018 წელი 
      
შეხვედრა N2 
შეხვედრის ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა გაგვაცნო რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში :  ბეჭდური/ხელნაწერი რესურსები,
ელექტრონული რესურსები ( კომპიუტერულ სასწავლო საგანმანათლებლო თამაშები,  ვებ გვერდი, , თვალსაჩინოება (პლაკატი, ტაბულა, სქემა, ცხრილი, რუკა, ატლასი, მოძრავი ანბანი, ლოტო), მულტიმედიური პროდუქტი (ვიდეო რგოლი,ფილმი, აუდიო ჩანაწერი)

რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი? სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და გაკვეთილი ადვილად აღქმადი ხდება.      რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის  უკეთ გაგებასა და გააზრებაში;
·        უპასუხებს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას;  სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო;     იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;  იზრდება  მოსწავლეთა ჩართულობა; მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები.

გავეცანით რესურსის სახეებს : სქემა; პოსტერი; ტაბულა; საპრეზენტაციო მასალა; მულტიმედიურ რესურსი; ტესტი...

რესურსის შეფასების კრიტერიუმები


რეფლექსიაში ახსნილი უნდა იყოს, თუ რა მიზნით შექმნა მასწავლებელმა რესურსი, როგორ გამოიყენა ის სასწავლო პროცესში, ასევე რა შედეგს მიაღწია მოსწავლეებთან ამ რესურსის გამოყენებით.

16/11/2018 წელი

შეხვედრა N3

პრაქტიკული სამუშაო: შეხვედრის მონაწილე პედაგოგები პრაქტიკულად განახორციელებენ  წინა შეხვედრებზე განხილულ სამუშაოს: წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის რესურსებსა  და მათ რეფლექსიას

ამ დღეს შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო, პედაგოგებმა დავიწყეთ რესურსების  power roinnt - ში ტესტების  შექმნა და ორგანიზატორი რუსუდან გონაშვილი გვესაუბრა,  როგორ დავწეროთ რეფლექსია რესურსზე.


როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

შეხვედრები ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო  აღმოჩნდა. მოვისმინე და გავიგე რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო რესურსს და რომელი რესურსების შექმნა შემიძლია ჩემი გაკვეთილების გამრავალფეროვნებისათვის. ძალიან მომეწონა pover point ის  აურაცხელი შესაძლებლობები. შეხვედრებში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.გადავწყვიტე, დამოუკიდებლად შევქმნა სასწავლო რესურსები მათემატიკაში სლაიდ შოუები, ტესტები სავარაუდო პასუხებით, დავაინტერესო და გავახალისო ჩემი მოსწავლეები, რომ უკეთესად აითვისონ ახალი მასალა და განიმტკიცონ ცოდნა .





როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?

ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსს გამოვიყენებ მათემატიკის გაკვეთილზე წილადებისა და ათწილადების შესწავლის დასრულებისას,  ტესტური დავალებებით და სავარაუდო პასუხებით შევამოწმებთ  მოსწავლეთა ცოდნას,გავიგებ რა საკითხები გაუჭირდათ მოსწავლეებს და რა ახსოვთ კარგად. გავაანალიზებ,   თუ როგორ იმუშავა რესურსმა, იყო თუ არა მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული და   ხელი შეუწყო  თუ არა მოსწავლეთა ყურადღების  მაქსიმალურ კონცენტრირებას, დაინტერესებას, ჩართულობას და სწრაფ აზროვნებას, რაც გააუმჯობესებს მათ შედეგებს მათემატიკის საგანში.



Комментариев нет:

Отправить комментарий