მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის
საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი:
3 შეხვედრა
შეხვედრის თემა:სასწავლო
რესურსი
შეხვედრის მიზანი: კოლეგებისათვის
სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა ტექნიკების გაცნობა და სწავლება
თარიღი: 4/12/2018;
5/12/2018; 7/12/2018
N
|
კრიტერიუმები
|
შინაარსი
|
1.
|
შეხვედრის მიზანი
|
სასწავლო
რესურსის შექმნა
|
შეხვედრის აქტუალობა
|
სასწავლო
რესურსის შექმნა მასწავლებლებში იწვევს დაბნეულობას, ამიტომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს
საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება სკოლაში. ამასთან, სკოლის საჭიროების კვლევის ფარგლებში, კითხვარების
შევსებისას მათ გამოყვეს ეს საკითხი პრიორიტეტულად. შესაბამისად, აქტუალობაც აქედან
მომდინარეობს: კოლეგების სურვილი და საჭიროება.
|
|
2.
|
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
|
შეხვედრა N1
სხვადასხვა
სახის სასწავლო რესურსების გაცნობა და დახასიათება
|
შეხვედრა N2
ელექტრონული
სასწავლო რესურსები
ელექტრონული
სასწავლო რესურსების შეფასება
რესეურსის
შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება
|
||
შეხვედრა N3
პრაქტიკული
სამუშაო: შეხვედრის მონაწილე პედაგოგები პრაქტიკულად განახორციელებენ წინა შეხვედრებზე
განხილულ სამუშაოს: წარმოადგენენ ნასწავლის მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილ ელრესურსსა
და მის რეფლექსიას.
|
||
3.
|
მისაღწევი შედეგი
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:
გიული ყოჩიაშვილი
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 4/12/2018; 5/12/2018;
7/12/2018
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა: სასწავლო რესურსი
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი: სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა ტექნიკების გაცნობა და სწავლება
|
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი, გვარი:
რუსუდან გონაშვილი
|
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების
მსვლელობა და განხილული საკითხები.
4/12/2018 წელი
შეხვედრა
1.
სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსების გაცნობა და დახასიათება
შეხვედრის
ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა გაგვაცნო სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსი,
. ელექტრონული რესურსები:
1) კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები;
2) საგანმანათლებლო ვებ-გვერდი;
3) სასწავლო მიზნით შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი,აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია...)
თვალსაჩინოება:
1) პლაკატი (ტაბულა, სქემა, ცხრილი...);
2) რუკა/ატლასი;
3) მასალა საგანმანათლებლო თამაშებისათვის (მაგ., მოძრავი ანბანი, ლოტო...);
4) მასალების კოლექცია (მაგალითად, მინერალები, ძველი მონეტები, ჰერბარიუმი...);
5) დანადგარი / ხელსაწყო/მაკეტი/დეკორაცია;
6) ინტერაქტიური პრეზენტაცია Power Point-ის გამოყენებით და დაგვიხასიათა ეს რესურსები თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
5/12/2018 წელი
შეხვედრა
2. ვისაუბრეთ ელექტრონული
სასწავლო რესურსების ირგვლივ და შევაფასეთ ისინი
ელექტრონული სასწავლო რესურსების შეფასება
შეხვედრის ორგანიზატორმა გაგვაცნო რესეურსის შექმნის ტექნიკა და ათვისება
Power point - ში დავალებების შესაქმნელად აუცილებელია სატიტულო გვერდის
შევსება, მეორე გვერდზე კი ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქცია უნდა განვათავსოთ.
დანარჩენ სლაიდებზე დავალებებს წარმოვადგენთ. ორგანიზატორმა ყველა ის თანმიმდევრობა
აგვიხსნა , რითაც შევძლებთ სწორი პასუხის არჩევისას შემდეგ გვერდზე გადასვლას. გვასწავლა
სხვადასხვა ანიმაციების გაკეთება მომხმარებლის ანიმაციის ჩათვლით და ჰიპერბმულების
დადებით.
7/12/2018 წელი
შეხვედრა
3.
პრაქტიკული სამუშაო: შეხვედრის მონაწილე პედაგოგები პრაქტიკულად
განახორციელებენ წინა შეხვედრებზე განხილულ სამუშაოს: წარმოადგენენ ნასწავლის მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილ ელრესურსსა და მის რეფლექსიას.
კომპიუტერულ ლაბორატორიაში ვიმუშავეთ
პრაქტიკულად, დავიწყეთ სასწავლო რესურსის - ტესტების შექმნა power point- ში და სახლში
დავასრულეთ. ყოველ გაურკვეველ საკითხზე ვიღებდით სათანადო ამომწურავ უკუკავშირს რუსუდან
გონაშვილისგან.შემდგომ შეხვედრაზე მოვახდინეთ ჩემი სასწავლო რესურსის “ ტესტური დავალებები
მათემატიკაში“ პრეზენტაცია, რამაც კოლეგების
მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში /
შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
გაკვეთილის ეფექტურად
წარმართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას,ამიტომ მოსწავლეებს
ხშირად ვთავაზობ ისეთ დავალებებს , რომელიც საჭიროებს ტექნოლოგიების გამოყენებას, მაგ. ტესტირება კომპიუტერის დახმარებით.
ჩემი power point - ში შექმნილი სასწავლო რესურსი ტესტები
მათემატიკაში გამოვიყენე გაკვეთილზე მე-6 კლასში წილადების შესწავლილი თემის
განსამტკიცებლად. საშულო სირთულის ტესტები მოსწავლეთა ინტერესებზე, საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე
იყო გათვლილი, მათთვის გასაგებ ენაზე
სათანადო ინსტრუქციით. მოსწავლეებმა უფრო მეტი ხალისით შეასრულეს დავალება, ვიდრე ქაღალდზე
დაწერილ ტესტზე. შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი,რადგან ტესტები საშუალებას აძლევდა
მოსწავლეებს შეცდომის დაშვების შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდნენ იგივე დავალებას
და თავიდან ეცადათ პასუხის გაცემა, სანამ სწორ პასუხს არ მიაგნებდნენ. ასე
უკეთესად გაიმეორეს და განიმტკიცეს ნასწავლი მასალა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით სწავლება. ვეცდები, მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილო და ხშირად
შევთავაზო სასწავლო ელექტრონული რესურსები.
|
როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ
გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე მიღებული ცოდნა გამოვიყენე მოსწავლეზე ორიენტირებულ
გაკვეთილებზე. შევქმენი ისეთი სასწავლო რესურსი მათემატიკის ტესტები ჩვეულებრივი
წილადები, რომელმაც დააინტერესა მოსწავლეები, გაზარდა ინტერესი სწავლის მიმართ და
მათ ხალისით შეძლეს ტესტების სახით მოცემულ დავალებების შესრულება. მოსწავლეებმა უკეთ
აღიქვეს და ისწავლეს, რადგან გასაგებ ენაზე წარმოდგენილი ინსტრუქცია,
ვიზუალურად კარგად გაფორმებული ინფორმაცია, ტექსტი და ილუსტრაციები შერწყმული იყო მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციასთან. ყოველივე
ეს დაეხმარა მათ საკითხების უკეთ გაგებაში. ამაღლდა მოტივაცია შესასწავლი საკითხის და საერთოდ, საგნის მიმართ. მოსწავლეებმა
დამოუკიდებლად შეძლეს დავალების შესრულება
და მივიღეთ დადებითი შედეგები, 90 % მა სწორად
უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий