სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

რა არის პროექტი და როგორი უნდა იყოს ის


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:  გიული ყოჩიაშვილი
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:  29/10/2019;          30/10/2019;         31/10/2019

შეხვედრის / შეხვედრების თემა:     რა არის პროექტი და როგორი უნდა იყოს ის

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: პროექტის სახეების გაცნობა და თეორიული ცოდნის გაღრმავება

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
29/10/2019 წელი
შეხვედრა 1.     ყველაფერი პროექტის შესახებ-მიმოხილვა
                 შეხვედრის ორგანიზატორმა თამარ ქეთელაურმა  გაგვაცნო  სასწავლო პროექტის აქტუალობა და აგვიხსნა, რატომ არის მისი გამოყენება მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა პროექტებით სწავლება, ამ დროს საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა.
განვიხილეთ პროექტის სახეებიმოთხოვნებივისაუბრეთ პროექტის როლზემიზნებზე
სტრატეგიებზეპროექტზე დაფუძნებული მიდგომებზეპროექტის ფარგლებში შექმნილ რესურსებზე,  შეფასების ინდიკატორებზე. 
30/10/2019 წელი        
შეხვედრა 2.   რომელი პროექტი რა კრიტერიმებით ფასდება სქემის ფარგლებში? რატომ არის პროექტის გეგმის შედგენა მნიშვნელოვანი? რა ძირითად საკითხებს მოიცავს პროექტის გეგმა.
პროექტის სახეები. როგორ განვასხვავოთ სოციალური და სასწავლო პროექტი.
პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
განვიხილეთ პროექტის გეგმის ძირითადი საკითხები: საგანი,დონე, განხორციელების დროის ჩარჩო,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,შეფასების დროის ჩარჩო, სასწავლო პროცედურები,დიფერენცირებული სწავლება, რესურსები. განასხვავებენ სოციალურ და სასწავლო პროექტებს. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ სამუშაოში მოსწავლეთა მაღალ თანამშრომლობით ჩართულობას მოითხოვს. პროექტული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამას გარდა, მოზარდებს ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც
31/10/2019 წელი
შეხვედრა 3 .   პრაქტიკული სამუშაო: შეხვედრის მონაწილე პედაგოგები პრაქტიკულად
განახორციელებენ წინა შეხვედრებზე განხილულ სამუშაოს: წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს და მათ  რეფლექსიას.
ამ დღეს შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო, არმოვადგინეთ ჩვენი პროექტები და ერთმანეთს მივაწოდეთ  უკუკავშირი. ორგანიზატორი თამარ ქეთელაური გვესაუბრა,  როგორ დავწეროთ რეფლექსია რესურსზე.

როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
შეხვედრები ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო  აღმოჩნდა. მოვისმინე და გავიგე რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო და სოციალურ პროექტს და რომელი პროექტების შექმნა შემიძლია ძალიან მომეწონა სოციალური პროექტების დაგეგმარების  შესწავლა. შეხვედრებში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
 ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ჩვენმა შეხვედრებმა გარდა იმისა რომ ერთმანეთთან ძალიან 
კოლეგიალური და თანამრომლობითი ურთიერთობა გვქონდა გავეცანით ბევრ ისეთ დეტალს რაც 
საჭიროა პროექტის დაგეგმვისასტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ 
საკუთარი პროექტისაინტერესო იყო ყველა პროექტის მოსმენაერთმანეთს მივეცით შენიშვნები
რჩევა-დარიგებებიშევიტანეთ კორექტივები საკუთარ ნაშრომებში.  

შენიშვნა: გთხოვთ რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად შემუშავებული სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, და ა.შ.).
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის / შეხვედრების თემა: რა არის პროექტი და როგორი უნდა იყოს ის
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 29/10/2019;          30/10/2019;         31/10/2019
შეხვედრის ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი: თამარ ქეთელაური
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: პროექტის სახეების გაცნობა და თეორიული ცოდნის გაღრმავება

სთხოვეთ შეხვედრის მონაწილე თითოეულ მასწავლებელს შეაჯამოს საკუთარი უკუკავშირი.
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: გიული ყოჩიაშვილი
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ტრენინგზე მიღებული გამოცდილებითკოლეგებთან მიღებული რჩევებითა და ორგანიზატორის მიერ მოწოდებული შენიშვნებისა და რჩევების გათვალისწინებით დავგეგმე   სასწავლო  პროექტი  მათემატიკაში „მსოფლიოს საათობრივი სარტყელები“. იმედია, პროექტი იქნება ჩემი მოსწავლეებისთვის ხალისიანიინფორმაციული და მოტივაციის 
მიმცემიგავითვალისწინე მათი ასაკიმოსწავლეთა ინტერესი, შესაძლებლობები,
 თავისებურებები
ვფიქრობ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა დამეხმარება უკეთ წარვმართო ჩემი მოსწავლეებთან 
ურთიერთობა პროექტებით სწავლების კუთხით.






დანართი

                   სასწავლ  პროექტი    მათემატიკაში

სასწავლო თემის ავტორი               
სახელი და გვარი
გიული ყოჩიაშვილი
რაიონი
დედოფლისწყარო
სკოლა
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
ქალაქი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება            
ინდივიდუალური პროექტი : მსოფლიოს საათობრივი სარტყელები
თემის შინაარსი
მე-6  კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიო საათობრივი სარყელების შესახებ და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებზე
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური, მე - 6 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
·       1. იყენებს დროის სარტყელების შესახებ ცოდნას, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობებს და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს დროის მონაკვეთის პოვნისთვის (მაგალითად პოულობს თბილისიდან დილის 6:00-ზე გაფრენილი თვითმფრინავის ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის განსხვავება 9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი ჭირდება).

·       ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·       რუკაზე განსაზღვრავს საკოორდონატო ბადის ძირითად ელემენტებს;
გეო.VI.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ზონალობის გამომწვევი მიზეზები.
·       იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.ინფორმაციის მოძიების 2. აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის 3. კომუნიკაციის 4. თანამშრომლობის 5. ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლისსხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;6.გააზრება იმის,რომ  ქალაქები სხვადასხვა საათობრივ ზოლშია და დროც ამიტომაცაა განსხვავებული

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომაა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული დრო?
თემატური კითხვები
1. რამდენ სასაათო სარტყლადაა დაყოფილი მსოფლიოს რუკა?
2.რამდენი საათია განსხვავება მეზობელ სარტყლებს შორის?
3.რომელი სარტყლიდან იწყება დროის ათვლა?
შინაარსობრივი კითხვები
1. რომელ სასაათო ზოლშია ლონდონი?
2. რომელ სასაათო ზოლშია პარიზი?
3. რომელ სასაათო ზოლშია რომი?
4. რომელ სასაათო ზოლშია თბილისი?
5.მოქმედებს თუ არა თბილისში ზონალური დრო?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
1.შეკითხვების
დასმა
2.ჩანაწერების
გაკეთება
3. შეკითხვებზე
პასუხების გაცემა
4.პრეზენტაციის
მომზადება
5.საპროექტო
რუბრიკების
მომზადება
6.პრეზენტაციების
წარდგენა
7.შეფასების
კრიტერიუმების
რუბრიკების
ერთად შემუშავება
8.თვითშეფასება
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ  რუკით სარგებლობა,მასზე სხვადასხვა ქალაქების მოძებნა,ინტერნეტით სარგებლობა და
ინფორმაციის მოძიება.ასევე იცნობდნენ დროის ერთეულებს(საათი,წუთი,წამი)
სასწავლო პროცედურები
აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას და მიზანს.
აქტივობა 2. მოსწავლეები წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციებს,ისაუბრებენ საათობრივ სარტყლებზე და დროებზე
აქტივობა3. მოსწავლეები მსოფლიო რუკაზე მოძებნიან და აჩვენებენ შემდეგ ქალაქებს: ლონდონი,პარიზი,რომი,თბილისი
აქტივობა4. მოსწალეები პასუხს გასცემენ პროექტში დასმულ შეკითხვებზე
აქტივობა 5. მოსწავლეები წარმოადგენენ  POWER POINT -ში მომზადებულ პრეზენტაციას
აქტივობა6. მოვახდენ პრეზენტაციის შეფასებას და შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით მოვახდენ ნამუშევრების შეფასებას ქულებით.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები
არა
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ვინაიდან კლასი რუსულენოვანია,საჭირო გახდა მასწავლებლის და ქართულ- რუსული ონლაინ ლექსიკონის გამოყენება,რათა მოსწავლეებს ეთარგმნათ ტექსტი რუსულად ენციკლოპედიიდან.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      
ბეჭდვითი მასალები
გეოგრაფიის სახელმძღვანელო, ენციკლოპედია
ინვენტარი/მასალები
ქაღალდის ფურცლები, ფლომასტერები, მსოფლიო რუკა
ინტერნეტრესურსები

 



პრეზენტაციის შეფასების სქემა
შედეგები
1-2
3-5
6-7
8-10


 შესავალი


ტრაფარეტული და უინტერესოა
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესებისმაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მოწოდებული და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურიაარატრაფარეტულიიპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანიასაუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგებიმოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებიამაგრამ არის ხარვეზებიითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებიადა­მაჯერებელია
ლოგიკურობა
ლოგიკა დარღვეულიაარ არის კავში­რი ნაწილებს შორის
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობაზოგჯერ არათანამიმდევ-რულია
ძირითადად ლო­გიკური და თანამიმდევრუ-ლიამაგრამ მკა­­­ფიოდ არ გა­­მოყოფს ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული
არგუმენტაცია
არა აქვს არგუმებტები
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
არგუმენტი ბევრია და და­მა­ჯე­რებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით
დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ სდება
ლოგიკური და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
პრიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა 
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას უპასუხებს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას
ბოლოს მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას : რა გამოვიდა კარგად,რა იქნებოდა უკეთესი და როგორ იმოქმედებენ მომავალში.
შევაჯამებ პროექტის მსვლელობას და ვისაუბრებ 21 საუკუნის გამოწვევებზე სასწავლო პროექტის გამოყენებისას, კერძოდ, როგორია მოსწავლეებში ჯანსაღი მსჯელობისა  და აღქმის უნარები, როგორ ახდენენ დასახული ამოცანების შესრულებას

სასწავლო პროექტის რეფლექსია
მოხერხდა, თუ არა დასახული მიზნის მიღწევა ?
დასახული მიზნების შესრულება მოხერხდა, აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისცა.   ამასთან ერთად, ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს პროექტის თემის საფუძვლიანად ათვისებას და XXI საუკუნის უნარების განვითარებას.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად ? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ ?
გეგმის მიხედვით წარიმართა სასწავლო პროცედურები პროექტის დაწყებამდე, პროექტის დაწყება და პროექტის დასრულება. ჩავატარეთ პირველი შეკრება, რომელზეც მოსწავლეებს გავაცანით პროექტის სახელწოდება, მთავარი იდეა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული  და რატომ ?
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენის  მომენტში, როცა მოსწავლეებმა ერთთვიანი მუშაობის შედეგები გვიჩვენეს საკუთარი ნამუშევრები, გაზეთი, ჟურნალი, სლაიდ-შოუ, ისაუბრეს პროექტის თემებზე და მოახდინეს თვითშეფასება.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა ?
  აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათიუნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა. ისტ–ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები,  გადაიღეს ფოტოები, გამოუშვეს გაზეთი, ჟურნალი,  შექმნეს ბროშურები და მოსაწვევი ბარათები პრეზენტაციაზე დასასწრებად, მოაწყეს პრეზენტაცია.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  შესრულების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას, რაც მსგავს პროექტებში ხშირი მონაწილეობით მიიღწევა.
მოხდა, თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან      მოდიფიცირება და რატომ ?
-         მოდიფიცირება არ მომხდარა.
რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას ?
          მსგავს პროექტებზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ  ჯგუფებში მუშაობის  დაკვირვებას მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება. მსგავს პროექტებს კვლავ გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში მათემატიკის სწავლებისას.

სასწავლო პროექტის გეგმა განთავსებულია შემდეგ ვებ მისამართზე: https://giulikochiashvili.blogspot.com/p/blog-page_3.html

Комментариев нет:

Отправить комментарий