კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებელი:
მონაწილე მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა იმ შემთხვევაში, თუ ის დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრაში. ერთი მიზნით ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის ან შეხვედრების ციკლის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებელი ვალდებულია, დანერგოს მიღებული ცოდნა/გამოცდილება საკუთარ პრაქტიკაში, რის საფუძველზეც წერს რეფლექსიას.
მონაწილე მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. მასწავლებლის რეფლექსია, რომელშიც წარმოჩენილია მის მიერ სამუშაო შეხვედრებზე (3 შეხვედრა) შეძენილი ცოდნის/გამოცდილების გამოყენება პრაქტიკაში და/ან აღწერილია პროდუქტი (მაგ., გაკვეთილის გეგმა, შეფასების ინსტრუმენტი, სასწავლო რესურსი და ა.შ.), რომელიც შექმნა ამ სამუშაო შეხვედრებზე შეძენელი ცოდნის გამოყენებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი განიხილავს და აფასებს სამუშაო შეხვედრის/შეხვედრების მონაწილე მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას მათთვის კრედიტქულის მინიჭების შესახებ.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი შერჩეული თემა / თემები?
1 რეფლექსია
|
1 რეფლექსია არ პასუხობს კითხვების უმეტესობას ან ზერელეა.
|
2 რეფლექსიის თითქმის ყვე-ლა კითხვაზე გვხვდება პასუხები, თუმცა პასუხები ზოგადი და არაარგუმენტი-რებულია.
|
3. რეფლექსიის ყველა კითხვაზე არის გაცემული არგუმენტირე-ბული პასუხი, თუმცა ზოგიერთ კითხვაზე პასუხი ზოგადია და არ არის მოყვანილი კონკრეტუ-ლი მაგალითები.
ან
კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით და არგუმენტი-რებულად არის გაცემული პასუხები რეფლექსიის კითხვების უმრავლესობაზე
|
4. სრულყოფილად, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით და არგუმენტირებულად არის გაცე-მული პასუხები კითხვებზე:
ü რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
ü რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებისთვის
ü რა იყო თქვენთვის მნიშვნე-ლოვანი და ახალი?
ü შეხვედრებში მონაწილეო-ბამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ü როგორ გამოიყენეთ შეძენი-ლი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
| |||
2 მასწავლებლის მიერ შექმნილი პროდუქტის შესაბამისობა სამუშაო შეხვედრების თემატიკასთან
|
მასწავლებლის მიერ შე-ქმნილ პროდუქტში არა-ადეკვატურად ან საერ-თოდ არ არის ასახული სამუშაო შეხვედრების თემატიკა და განხილუ-ლი საკითხი/საკითხები.
არ ჩანს, რომ მასწავლე-ბელი შეეცადა, გადაეტანა პრაქტიკაში სამუშაო შეხ-ვედრების შედეგად შეძე-ნილი ცოდნა / გამოცდი-ლება.
|
მასწავლებლის მიერ შე-ქმნილ პროდუქტში ნაწილო-ბრივ და/ან არაადეკვატუ-რად არის ასახული სამუშაო შეხვედრების თემატიკა და განხილული საკითხი / საკითხები.
ჩანს, რომ მასწავლებელი შე-ეცადა, გადაეტანა პრაქტიკა-ში სამუშაო შეხვედრების შედეგად შეძენილი ცოდნა / გამოცდილება, თუმცა სპონ-ტანურად და მექანიკურად.
|
მასწავლებლის მიერ შექმნილ პროდუქტში ასახულია სამუშაო შეხვედრების თემატიკა და გან-ხილული საკითხი /საკითხები.
ჩანს, რომ მასწავლებელი შეე-ცადა, გადაეტანა პრაქტიკაში სამუშაო შეხვედრების შედეგად შეძენილი ცოდნა / გამოცდილება.
|
მასწავლებლის მიერ შექმნილ პროდუქტში ადეკვატურად არის ასახული სამუშაო შეხვედრების თემატიკა და განხილული საკითხი/საკითხები.
ჩანს, რომ მასწავლებელმა გააზ-რებულად გადაიტანა პრაქტიკაში სამუშაო შეხვედრების შედეგად შეძენილი ცოდნა/გამოცდილება
| |||
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭება:
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის შეფასების ჯამური ქულაა 8. მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა იმ შემთხვევაში, თუ:
ის დააკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის შეფასებაში წარმოდგენილ ორივე კრიტერიუმს და ჯამში მოიპოვებს არანაკლებ 6 ქულისა;
ის დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრაში (შესაძლებელია ეს იყოს ერთი მიზნით ჩატარებული შეხვედრების ციკლი).
Комментариев нет:
Отправить комментарий