სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

რესურსი Microsoft sway-ში


მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი: 3 შეხვედრა
შეხვედრის თემა:სასწავლო რესურსი
შეხვედრის მიზანი: კოლეგებისათვის სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა ტექნიკების გაცნობა და სწავლება
თარიღი:  25/12/2018; 26/12/2018; 28/12/2018
N
კრიტერიუმები
შინაარსი
1.
შეხვედრის მიზანი
Microsoft sway-ში სასწავლო რესურსის შექმნა

შეხვედრის აქტუალობა
საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისათვის, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ჩართულობისათვის მასწავლებელს ხშირად უწევს სასწავლო რესურსის შექმნა, მაგრამ ეფექტური რესურსის შემქნის ტექნიკის არცოდნა, ეფექტიანი რესურსის შეფასების კრიტერიუმებში გაურკვევლობა,  მასწავლებლებში იწვევს დაბნეულობას, ამიტომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება  სკოლაში. ამასთან, სკოლის საჭიროების კვლევის ფარგლებში, კითხვარების შევსებისას მათ გამოყვეს ეს საკითხი პრიორიტეტულად. შესაბამისად, აქტუალობაც აქედან მომდინარეობს: კოლეგების სურვილი და საჭიროება.
2.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
შეხვედრა N1
Microsoft sway-ში სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა საგანში შექმნილი  სასწავლო რესურსების გაცნობა და დახასიათება
შეხვედრა N2
Microsoft sway-ში ელექტრონული სასწავლო რესურსის ნაბიჯ-ნაბიჯ ათვისება , დეტალური ინსტრუქცია,
რესურსის შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება.

შეხვედრა N3
ნასწავლის მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილიელრესურსისა და მის რეფლექსის წარმოდგენა და განხილვა
3.
მისაღწევი შედეგი
შეხვედრის მონაწილე მასწავლებლები ისწავლიან  ეფექტური და ეფექტიანი სასწავლო რესურსის შექმნას  Microsoft sway-ში.














































კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:     გიული ყოჩიაშვილი
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:       25/12/2018;   26/12/2018;       28/12/2018
შეხვედრის / შეხვედრების თემა:        სასწავლო რესურსი
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: კოლეგებისათვის სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა
                                                                        ტექნიკების გაცნობა და სწავლება
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი, გვარი:  რუსუდან გონაშვილი

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
25/12/2018 წ.
შეხვედრა 1.
Microsoft sway-ში სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა საგანში შექმნილი  სასწავლო რესურსების გაცნობა და დახასიათება.
ორგანიზატორმა რუსუდან გონაშვილმა გაგვაცნო Sway მაიკროსოფტის პროდუქტი,რომლის გამოყენება შესაძლებელია ინტერაქტიური ანგარიშების, პირადი ისტორიებისა და  პრეზენტაციების  შესაქმნელად სხვადასხვა საგნობრივ საგანში. სასწავლო მიზნით ძალიან ეფექტურია Sway, რომელიც იძლევა საშუალებას ტექსტებს დავურთოთ შესაბამისი სურათები და დავამატოთ თემასთან დაკავშირებული  ვიდეოებიც, რომლის მონახვის საშულებას Sway თავისივე გვერდზე ძებნის გრაფაში იძლევა. სურვილისამებრ შესაძლებელია მზა  შაბლონებისა და დიზაინის ცვლილებაც, სურათების დამატება ან  წაშლა, მზა პრეზენტაციის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარებაც. Sway იმითაცაა გამორჩეული,რომ თვითონვე ავტომატურად ახდენს ინფორმაციის გარდაქმნას უფრო თანამედროვე,ინტერაქტიული და მიმზიდველი სახით და  საგაკვეთილო პროცესში გამოყენების საშუალებას აძლევს მასწავლებლებს. ორგანიზატორმა გაჩვენა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შექმნილი სასწავლო რესურსები მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიული ცნობებით და მათი შემოქმედების ამსახველი მასალებით. კოლეგები დავინტერესდით და სურვილი გაგვიჩნდა, ჩვენც შეგვექმნა რესურსები Sway - ში სხვადასხვა საგნებში.

26/12/2018 წ.
შეხვედრა 2.
Microsoft sway-ში ელექტრონული სასწავლო რესურსის ნაბიჯ-ნაბიჯ ათვისება , დეტალური ინსტრუქცია,რესურსის შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება.
ამ შეხვედრაზე ორგანიზატორმა დეტალურად აგვიხსნა, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ უნდა შევქმნათ პრეზენტაციები, როგორ ავკრიფოთ სათაურები და ქვესათაურები, როგორ დავამატოთ სურათები და ვიდეოები, როგორც Sway - ს გვერდიდან, ასევე საკუთარი კომპიუტერიდან,   როგორ შევარჩიოთ და გავაფორმოთ ჩვენი პრეზენტაციები. რუსუდანმა მოგვცა რეკომენდაციები გაკვეთილზე Sway ში შექმნილი სასწავლო რესურსების გამოყენების შესახებაც.
შესწავლილი საკითხის ათვისების შემდეგ კოლეგები ამავე შეხვედრაზე შევუდექით საკუთარ საგნებში სასწავლო რესურსების პრეზენტაციების შექმნას. გაურკვევლობის შემთხვევაში  ამომწურავ კომენტარებს და დახმარებას  ვიღებდით ჩვენი დაუზარელი ორგანიზატორის რუსუდან გონაშვილისგან.
28/12/2018 წ.
შეხვედრა 3.
ნასწავლის მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილი ელრესურსისა და მის რეფლექსის წარმოდგენა და განხილვა.
შეხვედრაზე წარმოვადგინეთ საკუთარ საგნებში შექმნილი სასწავლო რესურსის პრეზენტაციები, მათი რეფლექსიები და მოვახდინეთ განხილვა, რა იყო კარგად შესრულებული და რა საჭიროებდა რედაქტირებას. მივიღეთ კოლეგებისა და ორგანიზატორის საჭირო უკუკავშირი წარმოდგენილ პრეზენტაციებთან დაკავშირებით. განსაკუთრებულად მოგვეწონა დაწყებითი კლასების მასწავლებლის ირმა გარსენიშვილისა და მუსიკის მასწავლებლის ირინა ალუღიშვილის პრეზენტაციები ბუნებასა და მუსიკაში. ჩემი სასწავლო პრეზენტაცია ეხებოდა მათემატიკის თემას „სიმეტრია ჩვენ ირგვლივ“, რომელიც მეექვსე კლასისთვი შევქმენი, რადგან ამ საკითხს ვსწავლობდით კლასში. სასწავლო რესურსი განთავსებულია Sway - ს შემდეგ მისამართზე:  ლინკი

როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
ამ შეხვედრაზე ვისწავლე  ეფექტური და საინტერესო სასწავლო რესურსის შექმნა  Microsoft sway-ში, რომელიც შევქმენი საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისათვის, მოსწავლეთა ჩართულობისა  და  მათი მოტივაციის ამაღლებისათვის. მეექვსე კლასში სიმეტრიული გარდაქმნების შესწავლის დროს გაკვეთილზე გამოვიყენე Sway ში შექმნილი პრეზენტაცია „ სიმეტრია ჩვენ ირგვლივ“, რომელმაც მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია. მათ შეიტყვეს სიმეტრიის შესახებ,   რომელ სფეროებსა და დარგებში ვხვდებით სიმეტრიას, სად და რისთვის შეიძლება რომ გამოიყენონ სიმეტრია ყოფით რეალურ ცხოვრებაში.აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარა მოსწავლეებს სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე მასალის შესაწავლის,ფოტოების საშუალებით ვიზუალურად  აღქმაში  და სიმეტრიის უკეთ შესწავლისთვის.



როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
შეხვედრებზე ათვისებული მასალის გამოყენებით შევძელი Microsoft sway-ში საინტერესო პრეზენტაციის გაკეთება მათემატიკაში თემაზე „სიმეტრია ჩვენ ირგვლივ“.პროექტორის საშუალებით კლასში  მოსწავლეებისთვის პრეზენტაციის  ჩვენებამ გააადვილა მასალის ხედვა, აღქმა და ხელი შეუწყო საკითხის უკეთ  დამახსოვრებას. ელ პრეზენტაციის ჩვენება დამეხმარა მოსწავლეთა  ყურადღების გაძლიერებაში, მათ გამოფხიზლებასა და გაკვეთილის პროცეში ჩართვაში. მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ და აკვირდებოდნენ სურათებს, იმახსოვრებდნენ და შემდეგ აქტიურად პასუხობდნენ ჩემ შეკითხვებს. გაიზარდა მასალის ათვისების  და მოსწავლეთა ცოდნის დონე.





Комментариев нет:

Отправить комментарий