მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი: 3 შეხვედრა
შეხვედრის მიზანი: კოლეგებისათვის სასწავლო რესურსების შექმნის სხვადასხვა ტექნიკების გაცნობა და სწავლება
თარიღი: 8/1/2019;
9/1/2019; 10/1/2019
N
|
კრიტერიუმები
|
შინაარსი
|
1.
|
შეხვედრის მიზანი
|
Blogger.com -ზე საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა
|
|
შეხვედრის აქტუალობა
|
სასწავლოპროცესი
მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით არ შემოიფარგლება. დღევანდელი თაობა აქტიურად იყენებს
უამრავი მიზნით სხვადასხვა საიტს, ბლოგს, გვერდს და ასე შემდეგ. ამ მხრივ მასწავლებლის
უნარები ჩამორჩება მოსწავლეთა უნარებს. ასევე აუცილებელია უამრავი დამხმარე რესურსის
მიწოდება მოსწავლეთათვის დამატებით მასალად, რასაც ვერასდროს შეძლებს მასწავლებელი
მხოლოდ 45 წუთში, საჭიროა უკუკავშირიც, სხვადასხვა ფორუმები, ვიზუალური მასალა. ამ
პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო
ბლოგი. ბლოგები დიდად ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და სხვადასხვა უნარებს. მასწავლებლებს
უჭირთ ბლოგების შექმნა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ აღნიშნული საკითხი მოითხოვდა საფუძვლიან განხილვასა
და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სკოლაში.
ამასთან, სკოლის საჭიროების კვლევის ფარგლებში, კითხვარების შევსებისას მათ გამოყვეს
ეს საკითხი პრიორიტეტულად. შესაბამისად, აქტუალობაც აქედან მომდინარეობს: კოლეგების
სურვილი და საჭიროება.
|
2.
|
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების
განსაზღვრა
|
შეხვედრა N1
სხვადასხვა
სახისა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგების გაცნობა და დახასიათება
რა
არის ბლოგი და როგორ გამოვიყენოთ ის სწავლებაში
როგორ
ჩავრთოთ მოსწავლეები საგანმანათლებლო ბლოგების საშუალებით
სწავლებაში და
განვუვითაროთ სხვადასხვა უნარები
|
შეხვედრა N2
Blogger-ზე ბლოგისშექმნის დეტალურიინსტრუქციის მიწოდება.
ბლოგის
შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება პრაქტიკულად
|
||
შეხვედრა N3
ნასწავლის
მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილი ბლოგების წარმოდგენა და განხილვა
|
||
3.
|
მისაღწევი შედეგი
|
შეხვედრის
მონაწილე მასწავლებლები ისწავლიან ეფექტური
საგანმანათლებლო ბლოგის შექმნას blogger-ზე
|
კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: გიული ყოჩიაშვილი
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 8 / 01
/2019; 9 / 01
/2019; 10
/
01 /2019 წელი
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა: საგანმანათლებლო ბლოგი
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი: Blogger.com -ზე საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა
|
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი, გვარი:
რუსუდან გონაშვილი
|
8 / 01 /2019 წ.
შეხვედრა 1. სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა
მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგების
გაცნობა და დახასიათება
პირველ შეხვედრაზე ორგანიზატორმა რუსუდან
გონაშვილმა მასწავლებლებს მინი ლექციით შეგვახსენა რა არის ინტერნეტი, ბრაუზერი, როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა,როგორ უნდა
გამოვიყენოთ სამისამართო ველი და როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია. გვესაუბრა საგანმანათლებლო ბლოგის სხვადასხვა სახეებსა(პირადი/პერსონალური,კორპორატიული, მოწყობილობის (device) მიხედვით,მედია ტიპის,საგანმანათლებლო და ა.შ) და მის დანიშნულებაზე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო მიზნით და როგორ უწყობს ხელს ბლოგი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას. გაგვაცნო თავისი
და სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგები, რომლებზეც განთავსებული
იყო საინტერესო ინფორმაცია და მასალები სასკოლო საგნებიდან. საუბარი გვქონდა ინტერნეტში განთავსებულ
მასალებთან წვდომის ეთიკურ მოხმარებასა და გავრცელებასთან დაკავშირებითაც.
ორგანიზატორმა გვთხოვა მონაწილე
მასწავლებლებს ჩვენი ელექტრონული
ფოსტის (უკვე არსებულის) გააქტიურება, google-ის ანგარიშის
გამოყენება ბლოგის შესაქმნელად და ბლოგის
აპის საშუალებით გავხდით ბლოგერები.
რა არის ბლოგი და როგორ გამოვიყენოთ ის სწავლებაში
ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე
ადამიანის მიერ წარმოებულ
ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით,
რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ბლოგი
სოციალური ქსელია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. თემატურად მრავალფეროვანი
არჩევანისა და მულტიმედიური რესურსების თავმოყრის პარალელურად თვითგამოხატვის ერთგვარი
საშუალებაა. ერთი თემა შეგვიძლია წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ წერილობით, არამედ ვიზუალური
სურათ-ხატებითაც.
როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები საგანმანათლებლო ბლოგების საშუალებით
სწავლებაში და განვუვითაროთ სხვადასხვა უნარები
ბლოგის გამოყენება შეიძლება
შევთვაზოთ ჩვენ მოსწავლეებს, რათა მონახონ საიტერესო და საჭირო ინფორმაცია, შეასრულონ მათი საჭიროებებისადმი მორგებული პრაქტიკული დავალებები, შეკითხვებით მიმართონ პედაგოგს გაუგებარ საკითხებზე, ოპერატიულად მიიღონ უკუკავშირი, კომენტარში ასახონ საკუთარი მოსაზრებები, შეფასებები და დაინახონ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, გაეცნონ და გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები.
ბლოგების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ემსახურება
მოსწავლეებში დადებითი ემოციური ფონის შექმნას, ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს, ზრდის ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას, სწავლებას ხდის მრავალფეროვანს.
9 / 01 / 2019 წ.
შეხვედრა 2. Blogger-ზე ბლოგის
შექმნის დეტალური ინსტრუქციის მიწოდება.
შეხვედრის ორგანიზატორმა დეტალურად
და გასაგებად აგვიხსნა , გაგვაგებინა , გვასწავლა ბლოგის შექმნა , მისი მართვა და გამოყენება პროფესიული მიზნებისათვის.
ბლოგის შექმნის ტექნიკის გაცნობა და ათვისება პრაქტიკულად
მეორე
შეხვედრაზე ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, დავამატეთ აუცილებელი გვერდები (ჩემ შესახებ,მიზანი და შინაარსი, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა, თემა, Google Drive - მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე, ბლოგზე განთავსება, , URL ჩასმა, HTML კოდის ჩაშენება, ვიდეოს ატვირთვა, ბმულის ბლოგზე ჩასმა, გაჯეტების და ვიჯეტების დამატება.
· ლექციის სახით გავეცანით ბლოგის ინტერფეისის ჩანართებს (pages,
posts, theme, layout, settings). დამოუკიდებლად შევარჩიეთ ჩვენი ბლოგის სახელწოდება. გავეცანით და პრაქტიკულად გამოვიყენეთ (Create new blog, blogs
title, address, theme) ბლოგის შექმნის, (fonts, format, color, link,
images, video, alligment, bullet) ინფორმაციის განთავსების ინსტრუმენტები, განვიხილეთ პოსტის გადახედვის, შენახვის და გამოქვეყნების
(preview, save, publish) ინსტრუმენტები.
10 / 01 / 2019 წ.
შეხვედრა 3. ნასწავლის მიხედვით საკუთარ საგნებში შექმნილი
ბლოგების წარმოდგენა და განხილვა
მესამე შეხვედრაზე მოვაწყეთ საკუთარ სასწავლო
საგნებში ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგების პრეზენტაცია და განხილვა. ჩემი ბლოგის სახელწოდებაა
რიცხვების სამყაროში, რომელიც მათემატიკის
საგანში შესრულებულ ინტეგრირებულ სასწავლო პროექტს ეხება. სხვადასხვა გვერდებზეა
წარმოდგენილი მოსწავლეთა ჯგუფების ისტორიკოსების და მათემატიკოსების მიერ განხორციელებული
სამუშაოები, ინფორმაცია რიცხვების წარმოშობის ისტორიაზე, თვლასა და ანგარიშის მეთოდებზე,
ჩაშენებულია power point- ში გაკეთებული ppt პრეზენტაცია, ახლავს რეფლექსია და შეფასება.
ბლოგის მისამართია: https://ricxvebis.blogspot.com/
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები
საინტერესო და სასარგებლო გამოდგა,რადგან შეხვედრის მონაწილე მასწავლებლებმა ვისწავლეთ
ეფექტური საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა
blogger-ზე და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი დანერგვა.
მადლობა ორგანიზატორს რუსუდან გონაშვილს გაწეული შრომისათვის
და კოლეგა მასწავლებლებს თანამშრომლობისთვის.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ
შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
შევქნენი საკუთარი ბლოგი-რიცხვების სამყარო. შევისწავლე მისი მართვა და გამოყენება,რაც დამეხმარება შემდგომში ჩემი ნაფიქრი და სათქმელი გავუზიარო ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს. შევძლებ ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა სასწავლო
სტრატეგიების, მიდგომებისა და მეთოდების დასახვეწად. ბლოგზე განთავსებული მასალა დამეხმარება პროფესიულ ზრდაში.
|
Этот комментарий был удален администратором блога.
ОтветитьУдалить