სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

სასწავლო რესურსი pixton – ში


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:   გიული ყოჩიაშვილი

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:    25/ 02 / 2019 წ.      26/ 02 / 2019 წ.       28/ 02 / 2019 წ.

შეხვედრის / შეხვედრების თემა: სასწავლო რესურსი pixton – ში

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: კოლეგებისთვის სასწავლო რესურსის შექმნის ტექნიკის გაცნობა


25/ 02 / 2019 წ.     
შეხვედრა 1.  
შეხვედრის ორგანიზატორმა ლელა ჯავაშვილმა გაგვაცნო კომიქსების შექმნის პროგრამა
Pixton.com. და მისი ინოვაციური ინსტრუმენტების შესაძლებლობები.    გვესაუბრა, კომიქსების სხვადსხვა სახეობაზე ინფორმაციულზე, პოლიტიკურზე, სარიოზულზე და იუმორისტულზე. მოგვცა მითითებები რეგისტრაციასთან დაკავშირებით და იმ საკითებზე, რასაც შევხვდებით კომიქსების შექმნის ეტაპებზე.
  
26/ 02 / 2019 წ.   
შეხვედრა 2.
ორგანიზატორმა დეტალური ინსრუქცია მოგვცა, თუ როგორ უნდა შეიქმნას საინტერესო კომიქსები ნებისმიერ მოთხრობაზე,  ზღაპარზე თუ  ლეგენდებზე. აგვიხსნა Pixton – ში მუშაობის თანმიმდევრობა, როგორ ავირჩიოთ ფონი, როგორ ამოვირჩიოთ პერსონაჟი, როგორ ვცვალოთ მისი ზომები და მოცულობა, როგორ შევუცვალოთ მას თმის სტილი და ფერი, ასევე სამოსი და ფეხსაცმელი. გვასწავლა, როგორ მოვახდინოთ წარწერების გაკეთება, ტექსტის დადება და როგორ ავირჩიოთ უნიკოდი ქართული შრიფტისთვის.
მასწავლებლებმა შევარჩიეთ თემები, რაზეც უნდა გვემუშავა საკუთარ საგნებში კომიქსების შესაქმნელად და მუშაობას შევუდექით. ორგანიზატორი საჭიროების შემთხვევაში ამომწურავ რჩევა– მითითებებს გვაძლევდა.

28/ 02 / 2019 წ.
შეხვედრა 3.
კოლეგებთან მესამე  სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებმა დავასრულეთ საკუთარ საგნებში  დაწყებული ელექტრონული რესურსის შექმნის პროცესი, დავამახოვრებინეთ პროგრამას და შექმნილი კომიქსები  საპრეზენტაციოდ  power point - ში გადავიტანეთ, მოვახდინეთ ჩვენი შექმნილი რესურსის წარდგენა.
ჩემი საწავლო რესურსი ფიზიკაში შესასწავლ თემას „ მსოფლიო მიზიდულობის კანონს „ ეხებოდა, თუ ცნობილი ფაქტის ვაშლის თავში დაცემის შემდეგ , როგორ აღმოაჩინა ისააკ ნიუტონმა  კანონი. კომიქსები ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა, რომლის გამოყენებას ფიზიკის  გაკვეთილზე აღნიშნული თემის შესწავლისას ვაპირებ.  კოლეგებისგან და ორგანიზატორისგან მივიღე დადებითი უკუკავშირი.


როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

საჭიროდ ჩავთვალე, დავსწრებოდი კოლეგის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რათა შემევსო, სრულყოფაში მომეყვანა  ჩემი ცოდნა და მიღებული გამოცდილება გამომეყენებინა ჩემ პროფესიულ საქმიანობაში. ფიზიკის გაკვეთილზე მსოფლიო მიზიდულობის კანონის შესწავლისას მოსწავლეებს ვუჩვენე კომიქსები ცნობილ ფაქტზე, როგორ აღმოაჩინა ნიუტონმა ეს კანონი,როცა ვაშლი დაეცა თავზე. რესურსმა გაახალისა მოსწავლეები და მეტი ინტერესი შესძინა თემის ახსნას და შესწავლას.

როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?

შეხვედრებმა საკმაოდ ბევრი შემძინა პროფესიული თვალსაზრისით. კოლეგებთან თანამშრომლობა და შეხვედრები დამეხმარება უკეთესად  წარვმართო საგაკვეთილო პროცესი. განსკუთრებით კმაყოფილი ვარ  ამ სამუშაო შეხვედრებზე შესწავლილი საგანმანათლებლო, ახალი პროგრამის pixton- ის  ათვისებით. ცილებლად შევქმნი ახალ რესურსებს გაკვეთილებისთვის, რაც დააინტერესებს, გაახალისებს და მოტივაცის გაუზრდის ჩემ მოსწავლეებს ფიზიკის შესწავლისას.





Комментариев нет:

Отправить комментарий