მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრების ორგანიზატორი: რუსუდან გონაშვილი
შეხვედრის ადგილი: ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი: 3 შეხვედრა
შეხვედრის თემა: გაკვეთილის ანალიზის თანამედროვე მიდგომები
შეხვედრის მიზანი: კოლეგებისათვის გაკვეთილის ანალიზის სახეებისა და გაკვეთილის ანალიზის თანამედროვე მიდგომების გაცნობა
N
|
კრიტერიუმები
|
შინაარსი
|
1.
|
შეხვედრის მიზანი
|
გაკვეთილის ანალიზის თანამედროვე მიდგომები
|
|
შეხვედრის აქტუალობა
|
სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა მიზნით გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და ანალიზი დიდი გაუგებრობასა და გაურკვევლობას იწვევს პედაგოგებში. გაკვეთილის ანალიზის თანამედროვე მიდგომების საკითხები უცოდინრობა მასწავლებლებში იწვევს დაბნეულობას, ამიტომ აღნიშნული საკითხები მოითხოვს საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სკოლაში. ამასთან, სკოლის საჭიროების კვლევის ფარგლებში, კითხვარების შევსებისას მათ გამოყვეს ეს საკითხი პრიორიტეტულად. შესაბამისად, აქტუალობაც აქედან მომდინარეობს: კოლეგების სურვილი და საჭიროება.
|
2.
|
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
|
შეხვედრა N1
რა არის გაკვეთილის ანალიზი და რისთვისაა ის საჭირო
|
შეხვედრა N2
მიზეზები, რომლებიც იწვევენსუბიექტურ მიდგომას გაკვეთილის ანალიზისადმი
გაკვეთილის ანალიზის მთავარი მიზანი
გაკვეთილის ანალიზის 3 ტიპი
ანალიზის სახეები
გაკვეთილის ტიპი და მუშაობის ფორმა
თვითანალიზი
|
||
შეხვედრა N3
პრაქტიკული სამუშაო: შეხვედრის მონაწილე პედაგოგები პრაქტიკულად განახორციელებენ წინა შეხვედრებზე განხილულ სამუშაოს: წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის გაკვეთილების გეგმებსა და მათ ანალიზს
|
||
3.
|
მისაღწევი შედეგი
|
შეხვედრის მონაწილე მასწავლებლები გაერკვევიან გაკვეთილის ანალიზის თანამედროვე მიდგომებში, გაკვეთილის ანალიზის ტიპებში, გაეცნობიან თვითანალიზის ტექნიკას, რაც დაეხმარებათ მათ მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებაში და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში.
|
კოლეგებთან სამუშაო
შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი
და გვარი: გიული ყოჩიაშვილი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი: 30 ოქტომბერი,
1 ნოემბერი, 2 ნოემბერი
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: გაკვეთილის ანალიზის თანამედროვე მიდგომები
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი: გაკვეთილის ანალიზის
თანამედროვე მიდგომების გაცნობა და პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოყენება
|
გთხოვთ მოკლედ
აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
30 ოქტომბერი
2018 წელი
შეხვედრა 1. ფასილიტატორ რუსუდან გონაშვილის დახმარებით გავეცანით
რა არის გაკვეთილის ანალიზი და რისთვისაა ის საჭირო მასწავლებლებისთვის. გაკვეთილის
ანალიზი არის მასწავლებლის მიერ ჩატარებული კონკრეტული გაკვეთილის შედარება გაკვეთილის
თეორიულ მოდელთან,რომელიც შედგენილია თანამედროვე დიდაქტიკური და მეთოდური მოთხოვნებისა
და ესგ გათვალისწინებით. გაკვეთილის ანალიზით შესაძლებელია სკოლებში ცოდნის მიღების
ხარისხის განსაზღვრა,მასწავლებლის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური და მეთოდური შესაძლებლობების
დადგენა,მასწავლებლების გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.
1 ნოემბერი
2018 წელი
შეხვედრა 2. გავეცანით მიზეზებს,რომლებიც
იწვევენ სუბიექტურ მიდგომას გაკვეთილის ანალიზისადმი: გაკვეთილის ანალიზისათვის საჭირო
კითხვების არამიზნობრიობა,ერთიანი ტერმინოლოგიის არარსებობა, გაკვეთილზე დაკვირვების
მეთოდების,კანონზომიერებისა და წესების არასაკმარისი ცოდნა.
გავიგეთ, რომ
გაკვეთილის ანალიზის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და მისაღწევი
შედეგების ამაღლება - გაუმჯობესებაა. გავეცანით გაკვეთილის ანალიზის ტიპებს: 1. მოკლე
- გაკვეთილის ხარისხის ზოგადი სურათის ასახვა, 2.კომპლექსური - გაკვეთილის მიზნის,შინაარსის,ფორმის
ორგანიზების ერთმანეთთან ურთიერთკავშირის განხილვა და 3. ასპექტური - გაკვეთილის
ერთი მიმართულების (აღმზრდელობითი,ფსიქოლოგიური,ორგანიზაციული) ანალიზი და ასპექტური
ანალიზის სახეებს.
ვისაუბრეთ გაკვეთილის
ტიპებსა (ახალი მასალის ათვისება - შესწავლა, ცოდნისა და უნარ- ჩვევების სრულყოფა-
განმტკიცება, შემაჯამებელი) და მუშაობის
ფორმებზე, ასევე გაკვეთილის რეფლექსიის დაწერისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
2 ნოემბერი
2018 წელი
შეხვედრა 3. პრაქტიკული სამუშაოს დროს
განვიხილეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის გეგმა და მოვისმინეთ
მათი ანალიზი. მასწავლებლებმა ერთმანეთს
მივეცით სათანადო უკუკავშირი.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
მომეცა საშუალება, ჩავრღრმავებოდი გეგმის მახასიათებლებს, რათა მომავალში დავგეგმო და ჩავატარო უფრო ეფექტური გაკვეთილები და შევძლო მათი ანალიზი.
სამუშაო
შეხვედრაში ჩემი მონაწილეობა დადებითად აისახა ჩემ პროფესიულ საქმიანობაში.
მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შევადგინე
გაკვეთილის გეგმა, სადაც სტანდარტის მიხედვით განვსაზღვრე
გაკვეთილის მიზანი, მიზნიდან
გამომდინარე აქტივობები, შევადგინე ჩემი
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, ჯგუფური
სამუშაოს შეფასება, პრეზენტაციის
შეფასება, კლასში აქტიურობა და
ვაპირებ ჩავატარო მათემატიკის გაკვეთილი მე-6 კლასში. შევეცადე დაგეგმვის დროს გამეთვალისწინებინა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც გვესაუბრა შეხვედრის ორგანიზატორი.
მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული მასალა გამომადგა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვსასა და შემდგომ განხორციელებაში.
|
როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ
გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
·
გაკვეთილს დავგეგმავ მოსწავლეთა შესაძლებლობების და უნარების
გათვალისწინებით,
·
გაკვეთილის სასწავლო მიზნებს გავხდი გაზომვადს, რომ ჩანდეს
მოსწავლის ქცევა, პირობა, შედეგი. წინასწარ განსაზღვრავ მიზნიდან გამომდინარე
აქტივობებს, თუ რომელი აქტივობა რა შედეგზე გამიყვანს.შევქმნი შეფასების
რუბრიკებს და კრიტერიუმებს,რომელიც დამეხმარება ობიექტურად შევაფასო მოსწავლეები
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
·
შეხვედრაზე მიღებული
გამოცდილება დამეხმარება სამუშაოს მორიტორინგში და რეფლექსიის
ჩატარებაში,როგორ შედეგზე გავედი და რა უნდა გავითვალისწინო შემდგომი
გაკვეთილების დაგეგმვისას,რომ გავაუმჯობესო მოსწავლეთა შედეგები.
·
|
სამუშაო შეხვედრის დავალებები
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: გიული ყოჩიაშვილი
საგანი:
მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: 6 ბ
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
გაკვეთილის თემა: გეომეტრიული გარდაქმნების
სხვადასხვა გამოყენება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ზოგიერთი გეომეტრიული
გარდაქმნის ( ღერძული,
ცენტრული სიმეტრიების
, პარალელური გადატანის ) გამოყენება სიმეტრიული ფიგურების აგებისას და პრაქტიკული საქმიანობის დროს.
გაკვეთილის ტიპი: ცოდნისა და უნარ - ჩვევების სრულყოფის
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი,მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
A ფაზა – მოლოდინის განსაზღვრა /გამოწვევა
აქტივობა 1. მისალმება,ორგანიზება
საშინაო
დავალების შემოწმება და განმავითარებელი კომენტარების მიცემა.
შეფასების რუბრიკის გაცნობა. მოსწავლეებს გავაცნობ შეფასების
სქემას,რომელიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული საკლასო ოთახში.
|
ზეპირსიტყვიერი
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
პლაკატი
გაკვეთილის მიზნებით, შეფასების რუბრიკა
|
5
წთ
|
2
|
მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა
პროექტორით ვაჩვენებ youtube ვიდეოს თემაზე : სილამაზე სიმეტრიაშიაშია,
რომელშიც კარგად ჩანს სიმეტრიის სახეები ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლიტერატურაში
და სხვა.
|
მულტიმედიური
|
მთელი
კლასი
|
https://www.youtube.com/watch?v=HpnFMt8oYlk&feature=share&fbclid=IwAR28fZT64tfPaEobod2-aY8ZONn_4AQ0N2xQDAjr3cxLSXobm5CoWc9Gv74
|
5
წთ
|
3
|
წინარე
ცოდნის გააქტიურება, განმტკიცება.
მოსწავლეებს ვაძლევ შეკითხვებს
1.
რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვიდეოში მოცემულ სურათებს?
2.
რა საერთო აქვთ ჭიამაიას და ეიფელის კოშკს?
3.
კიდევ სად გინახავთ ღერძული სიმეტრიის მაგალითები?
მოსწავლეთა
პასუხების მოსმენა და მასწავლებლის
უკუკავშირი,კომენტარი
|
დისკუსია
|
მთელი
კლასი
|
დაფა,
ცარცი, პლაკატები სიმეტრიაზე სურათებით
|
5
წთ
|
4
|
ცოდნის
კონსტრუირება
პროექტორის გამოყენებით სლაიდების ჩვენება თუ სად და რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ გეომეტრიული გარდაქმნები. როგორ ავაგოთ მოცემული ფიგურის სიმეტრიული
ფიგურები პროგრამა Geogebras დახმარებით.
|
მინი
ლექცია
|
მთელი
კლასი
|
კომპიუტერი,პროექტორი,
Power Point ის სლაიდები
|
5
წთ
|
5
|
ცოდნის
რეალიზება
მოსწავლეებს
მივცემ დავალებას წყვილებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით , დაურიგდებათ ფურცლებზე დახაზულ საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული
ფიგურის ფრაგმენტი და მათ უნდა შეავსონ ეს ფიგურა თუ ვიცით რომ აღნიშნული ფიგურა
სიმეტრიულია OX და OY ღერძების მიმართ.
|
თანამშრომლობითი
სწავლების
|
წყვილები
|
ბარათები,
კალამი, ფანქრები,ფლომასტერები
|
5
წთ
|
6
|
C ფაზა – გამთლიანება / რეფლექსია
ცოდნის
განმტკიცება, გამთლიანება
მოსწავლეებს
მივცემ ჯგუფურ სამუშაოს
1. მოსწავლეებმა
შეავსონ ყვავილის ფორმის(გვირილა) ცნების რუკა, თუ რა სფეროში გამოიყენება სიმეტრია.
(ხელოვნება,არქიტექტურა,მუსიკა,ბუნება,ლიტერატურა)
2. მოცემული ფიგურის ღერძულად სიმეტრიული ფიგურის აგება Geogebras
პროგრამაში
3. მოცემული ფიგურის ცენტრულად სიმეტრიული ფიგურის აგება Geogebras პროგრამაში
ჯგუფები
გააკეთებენ პრეზენტაციებს
|
ჯგუფური
მუშაობის
|
ჯგუფები
|
ბარათები,
კალამი, ფანქრები,ფლომასტერები,ფლიპჩარტი,
პროგრამა Geogebra
|
10
წთ
|
7
|
შეფასება,რეფლექსია.
მოსწავლეებს
ვთხოვ,რომ შეაფასონ საკუთარი თავი წინასწარ მიცემული კითხვარით.
მოვახდენ
მთელი
გაკვეთილის
შეჯამებას.მოსწავლეებს
მივცემ უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობა, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, დამოუკიდებელი
სამუშაოს შესრულების,თვითშეფასების მიხედვით. ქულებით
შეფასებისას
გამოვიყენებ შეფასების კრიტერიუმებს.
|
ზეპირსიტყვიერი
|
მთელი
კლასი
|
თვითშეფასების
კითხვარი, შეფასების რუბრიკა
|
7
წთ
|
8
|
საშინაო დავალება.
მივცემ მითითებებს საშინაო დავალების შესრულების შესახებ.მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში გეომეტრიული გარდაქმნების
გამოყენების შესახებ სხვადასხვა სფეროში და მოამზადონ პრეზენტაციები. ინტერნეტის
არქონის შემთხვევაში შეასრულონ ნახატები სიმეეტრიის გამოყენებით.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
ირინა რუხაძე
მათემატიკა 6 კლასი
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მათ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.
·
ახდენს მოცემული ბრტყელი ფიგურის (წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას
ისე, რომ
მისი მითითებული წერტილი გადაჰყავს სიბრტყის მითითებულ წერტილში;
·
აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული
სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე;
დანართი
შეფასების სქემა ( რუბრიკა)
ინდიკატორები
კრიტერიუმები
|
1 - 2
|
3 - 4
|
5 - 6
|
7 - 8
|
9 - 10
|
გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება
|
მოსწავლე ვერ ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას
|
მოსწავლეს უჭირს გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება
|
მოსწავლე იყენებს გეომეტრიული გარდაქმნებს, მაგრამ ზოგჯერ უშვებს
შეცდომებს
|
მოსწავლე ახდენს
გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას მცირე უზუსტობით
|
მოსწავლე კარგად და უშეცდომოდ ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების
გამოყენებას
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
პასიურია, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში,
ყურადღება გაფანტული, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
იშვიათადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უჭირს
ყურადღების კონცენტრირება, არ უსმენს მოსაუბრეს
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივადაა ჩართული,
ყურადღების კონცენტრაცია, იშვიათად უსმენს
მოსაუბრეს
|
გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებული,
ყოველთვის არაა კონცენტრირებული, უსმენს
მოსაუბრეს
|
გაკვეთილზე ძალიან აქტიურია, მობილიზებული,
ყურადღება ყოველთვის კონცენტრირებული, გულდასმით უსმენს მოსაუბრეს
|
თანამშრომლობა წყვილებს
შორის
|
წყვილები არ აქტურობენ, მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.
|
წყვილები იშვიათად აქტიურობენ და იშვიათად თანამშრომლობენ
|
ურთიერთ თანამშრომლობენ, მაგრამ წყვილებში არ არის თანაბარი აქტიურობა
|
წყვილები აქტიურობენ და
თანამშრომლობა ძირითადში პოზიტიურია
|
წევრები აქტიურები არიან
და შესრულებული სამუშაო - ნაყოფიერია, მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი
ურთიერთობა.
|
ჯგუფური მუშაობა
|
არ ერთვებ აჯგუფურ
მუშაობაში,არ გამოთქვ
ამს საკუთარ აზრებს |
პასიურად ერთვება
ჯგუფურ მუშაობაში,ნაკლებად
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ზოგჯერ არასწორად.
|
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
აქვს ჯგუფში მუშაობის დროს ლიდერის თვისებები,ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს და აკეთებს კარგ პრეზენტაციებს
|
მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი
გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების შესახებ ვიცოდი,რომ ...
|
|
ამ გაკვეთილზე ვისწავლე ...
|
|
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ...
|
|
მინდა, დამატებით გავიგო ...
|
Комментариев нет:
Отправить комментарий